ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "იბერია 1999“-მა გასვლაზე ესტონეთის "ფლორა“ 3:2 დაამარცხა.
მე-60 წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით ესტონური გუნდის მცველი კოლო გააძევა და კაცნაკლულმა "ფლორამ“ თანაფარდობა აღადგინა. თუმცა, ქარდავამ მალე მეტოქის კარი დალაშქრა და "იბერია 1999“-ს გამარჯვება მოუპოვა.
საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს თბილისში გაიმართება. "ფლორას" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, "იბერია 1999" მომდევნო ეტაპზე "სლოვანს" შეხვდება (sportall.ge)