ავტორი:

ცნობილი "იუთუბერი" ტაილანდში, პოლიციისგან თავის დაღწევის მიზნით, ტბაში გადახტა და დაიხრჩო - "ის უცნაურად იქცეოდა"

ცნობილი "იუთუბერი" ტაილანდში, პოლიციისგან თავის დაღწევის მიზნით, ტბაში გადახტა და დაიხრჩო - "ის უცნაურად იქცეოდა"

ტეხასელი ინფლუენსერი, კონორ მაიკლ მერფი, რომელსაც 2.36 მილიონი გამომწერი ჰყავდა, ტაილანდში დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იგი ბანგკოკთან ახლოს მდებარე პროვინცია სამუტ პრაკანში ტბაში დაიხრჩო. გავრცელებული ცნობებით, მერფი სამართალდამცველებისთვის თავის არიდებას ცდილობდა და სწორედ ამ მიზნით, ტბაში გადახტა.

  • ადგილობრივი გამოცემების ცნობით, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მერფი უცნაურად იქცეოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის საცხოვრებელი კომპლექსის დაცვის თანამშრომელს ეკამათებოდა და გამვლელ ავტომობილში ჩაჯდომას ცდილობდა. ამის შემდეგ მერფი დაახლოებით 10-მეტრიანი სიღრმის ტბაში გადახტა. გავრცელებული ცნობებით, ის წყალში მალევე გაუჩინარდა.

სამაშველო ჯგუფები მამაკაცს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ეძებდნენ. მყვინთავებმა მისი ცხედარი ნაპირიდან დაახლოებით 20 მეტრის დაშორებით იპოვეს.

მისმა 22 წლის მეგობარმა გოგონამ გამომძიებლებს უთხრა, რომ არ იცის, რამ გამოიწვია მერფის მოულოდნელი ქცევა.

მისი თქმით, გაღვიძებისას აღმოაჩინა, რომ მამაკაცს სახლში საღებავი ჰქონდა შესხმული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ავეჯი და ინტერიერის სხვა ნივთებიც დაზიანებული იყო.

ცნობილია, რომ მერფი აღნიშნულ სახლს დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ქირაობდა. მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ტაილანდში აშშ-ის საელჩოც. გამოძიება გრძელდება.

წყარო