ავტორი:

"უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილების პატრონები, რომ თუ წყალი დგას ქუჩაზე..." - რას ამბობს გარემოს დაცვის ექსპერტი თბილისში ქუჩების დატბორვის პრობლემაზე

"უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილების პატრონები, რომ თუ წყალი დგას ქუჩაზე..." - რას ამბობს გარემოს დაცვის ექსპერტი თბილისში ქუჩების დატბორვის პრობლემაზე

"კლიმატის ცვლილების გამო, ის პარამეტრები, რომლითაც თავის დროზე ჩვენი სანიაღვრე სისტემები არის გაკეთებული, აღარ მუშაობს - სხვა პარამეტრებზე უნდა იყოს აგებული სისტემა“ - ამის შესახებ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

  • შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა. ქუჩების დატბორვის გარდა, დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაფიქსირდა კლდისა და მიწის მასების ჩამოშლის შემთხვევებიც, რამაც რამდენიმე უბანში საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვაც კი გამოიწვია.

როგორც მამუკა გვილავა აღნიშნავს, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებს ქალაქი მომზადებული შეხვდეს.

"მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა გაფართოვდეს. როდესაც მსგავსი შემთხვევები [უხვი წვიმა] ხდება, მე ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ, როდესაც ხელმძღვანელი პირი გამოდის და საუბრობს.

ეს იმას ნიშნავს, რომ რეაგირების გეგმა არ გვაქვს, რადგან ასეთ გეგმებში გაწერილია, ვინ უნდა მოახდინოს კომუნიკაცია, შესაბამისად, მერს ან გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს დრო არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ, გადაწყვეტილების მიღებაში იქნება ჩართული.

გარდა ამისა, უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილების პატრონები, რომ თუ წყალი დგას ქუჩაზე, ავტომობილით არ უნდა გაიარონ, რადგან ვერ ხედავთ რა იქნება და შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგექმნათ... წაიკითხეთ ვრცლად