ტაიფუნმა "მაისაკმა“ ჩინეთში, დამანგრეველი წყალდიდობა და ტორნადოები გამოიწვია, რის შედეგადაც სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა და გზები. სამაშველო სამსახურები სტიქიის ზონებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.








