ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩისთვის მზადებისას მოულოდნელი პრობლემა შეექმნა - გუნდმა მაიამიში სასტუმრო შეცვალა, რადგან ფეხბურთელები საცხოვრებელ პირობებს უჩიოდნენ.

სასტუმროს შეცვლა ნორვეგიისთვის კიდევ ერთ სირთულეს დაემატა - რამდენიმე ფეხბურთელი ბოლო დღეებში შეუძლოდ გახდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტეილ სოლბაკენმა განაცხადა, რომ მოთამაშეები გამოჯანმრთელების პროცესში იყვნენ.
მიუხედავად პრობლემებისა, ნორვეგიის ნაკრები ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს. გუნდი ტურნირზე 28-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარა. მერვედფინალში კოტ-დ’ივუარი 2:1 დაამარცხეს, ხოლო მეოთხედფინალში გასასვლელად ამავე ანგარიშით დაამარცხეს ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
ეს გამარჯვება ნორვეგიისთვის ისტორიული აღმოჩნდა - ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პირველად გავიდა. ახლა გუნდი ინგლისს დაუპირისპირდება და ტურნირის ნახევარფინალში გასვლას შეეცდება.