ავტორი:

"იძახონ ახლა "დიფ სთეითი“, "გლობალური ომის პარტია“, მასონები და ბოდვები" - ზურაბ ჯაფარიძე

"იძახონ ახლა "დიფ სთეითი“, "გლობალური ომის პარტია“, მასონები და ბოდვები" - ზურაბ ჯაფარიძე

ეუთოს რეზოლუცია არის კრიტიკული - ეუთოში ძალიან ბევრი ქვეყანაა და უმრავლესობა რომ წყვეტს, რომ „ეს არის რეალობა, რაც არის საქართველოში“, კი, ესაა რეალობა. იძახონ ახლა “დიფ სთეითი”, “გლობალური ომის პარტია”, მასონები და ბოდვები, - ამის შესახებ “ოპოზიციური ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა,ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციაში არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე იყო საუბარი.

“საუბარი იყო იმაზე, რომ წამება მოხდა ამ ქვეყანაში, არჩევნები წესიერად არ ჩატარებულა 2024 წელს და საუბარი იყო იმაზე, რომ თუ მომავალი არჩევნები იმ პირობებში ჩატარდება, რა პირობებშიც ჩატარდა ახლა , ვერანაირად ჩაითვლება ლეგიტიმურად.

“ქართული ოცნებისთვის”, ბიძინას კეთილი განწყობის გარდა, ყველაფერს ჩალის ფასი აქვს. მთავარია ბიძინასგან ჰქონდეთ კეთილგანწყობა, დანარჩენს, არაფერს ფასი არ აქვს მათთვის. მართლა ასე ფიქრობენ.

“ქართული ოცნების” დელეგაცია, სანამ დარბაზს დატოვებდა, სამხარაძეს მანამდე მე ვუყურე, წინა სხდომაზე რომ იყო მისული. ფართხალებდნენ რაღაცებს, ვითომ ცდილობდნენ რაღაცას. თვითონაც ხომ იციან, რას აკეთებენ, ოღონდ ბიძინას აჩვენებენ, რომ ვითომ იქ დელეგაციაში რაღაცას ვაკეთებ და ვიბრძვი “ოცნების” სიმართლის გატანისთვის”, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.