რასაც მოინდომებს სააკაშვილი, ისე იქნება. რა არჩევნებზეა საუბარი, ვისაც მოისურვებს, იმას დანიშნავს და ვისაც უნდა, იმას გააგდებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
"რა არჩევნებზეა საუბარი?! ვიცით, როგორ იმართება აღნიშნული აგენტურული ქსელი. რასაც მოინდომებს სააკაშვილი, ისე იქნება. რა არჩევნებზეა საუბარი?! ვისაც მოისურვებს, იმას დანიშნავს, ვისაც უნდა - გააგდებს. წინა შემთხვევები გავიხსენოთ, როგორ იყო. არაფერი განსხვავებული არ ხდება, ხდება, ის რაც ოდითგანვე იყო, რაც აგენტურული ქსელის დღის წესრიგია“,- აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, სადაც პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გაუხსნიან სხვებსაც.