ავტორი:

80-იანი წლების პოპმუსიკის ლეგენდა გარდაიცვალა

80-იანი წლების პოპმუსიკის ლეგენდა გარდაიცვალა

80-იანი პოპმუსიკის ლეგენდა, მომღერალი ბონი ტაილერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • "ბონის ოჯახი და გუნდი გაცნობებთ, რომ ის მოულოდნელად გარდაიცვალა გუშინ ღამით პორტუგალიის საავადმყოფოში", - წერია მომღერლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბონი ტაილერი, რომლის ნამდვილი სახელი გეინორ ჰოპკინსი იყო, მაისში პორტუგალიაში ნაწლავებზე გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ ხელოვნურ კომაში იყო. გასულ თვეში მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომღერალი კომიდან გამოვიდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებოდა.

ბონი ტაილერი მუსიკალურ სამყაროში 1970-იან წლებში გამოჩნდა. ის ტალანტების მაძიებელმა როჯერ ბელმა სუონსის ერთ-ერთ კლუბში აღმოაჩინა და 1977 წელს მისი პირველი სინგლი "Lost in France“ გამოვიდა.

იმავე წელს მომღერალმა გამოუშვა სიმღერა "It's a Heartache“, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა. თუმცა მისი კარიერის ყველაზე დიდ წარმატებად 1983 წელს გამოსული "Total Eclipse of the Heart“ ითვლება.

ტაილერმა 2013 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე დიდი ბრიტანეთი წარადგინა, ხოლო 2023 წელს მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრიტანეთის სამეფოს ორდენით დააჯილდოვეს.

წყარო