ასპინძის მიმდებარედ 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას მომხდარის შესახებ ადგილობრივი გამოცემა SKnews ავრცელებს. მათი ცნობით, როგორც გარდაცვლილის ახლობელი აცხადებს, მამაკაცს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მისი ცხედარი დღეს დილით მწყემსმა ნახა.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.