მას შემდეგ, რაც არქეოლოგებმა ლეგენდარული მეოთხე მუშკეტერის ნეშტის შესაძლო აღმოჩენის შესახებ გვამცნეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საზოგადოებას იმედგამაცრუებელი ახალი ამბავი შეატყობინა.

დ’არტანიანი სწორედ ის ლეგენდარული ფრანგი მუშკეტერია, რომელმაც ალექსანდრ დიუმას “სამი მუშკეტერის“ შექმნა შთააგონა. იგი 1673 წლის 25 ივნისს, მაასტრიხტის ალყის დროს დაიღუპა. იმდროინდელი დოკუმენტები მოწმობს, რომ დ’არტანიანი იქვე, ნაკურთხ მიწაზე დაკრძალეს, რის გამოც საკურთხეველთან ნაპოვნი სამარხი ისტორიკოსებისთვის განსაკუთრებით იმედისმომცემად გამოიყურებოდა.
თუმცა, 2 ივლისს მაასტრიხტის მუნიციპალიტეტმა გამოძიების პროცესში სერიოზული შეფერხების შესახებ განაცხადა. მიზეზად ოფიციალურ გათხრებამდე (13 მარტამდე) ჩატარებული არაპროფესიონალური არქეოლოგიური სამუშაოები დასახელდა.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით” 13 მარტამდე ჩატარებული გათხრები სტანდარტული არქეოლოგიური პროცედურების დარღვევით წარიმართა და საერთოდ არ დოკუმენტირებულა, ხოლო როდესაც არქეოლოგებმა ოფიციალური გათხრები დაიწყეს, ჩონჩხის მხოლოდ 50% დახვდათ პირვანდელ პოზიციაში. თავის ქალის დაახლოებით მესამედი კი საერთოდ დაკარგული იყო.

გამოცემა “NL Times“-ის ცნობით, პენსიაზე გასული არქეოლოგი ვიმ დეიკმანი, რომელიც გათხრებს ოფიციალურ სამუშაოებამდე ხელმძღვანელობდა, მაისში დააპატიმრეს, რადგან მან ნაპოვნი ძვლების ხელისუფალთათვის გადაცემაზე უარი განაცხადა.
ამ ეტაპზე ზუსტად თქმა, ეკუთვნის თუ არა ჩონჩხი დ’არტანიანს, შეუძლებელია. იზოტოპურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ადამიანის რაციონის 27%-დან 30%-მდე თევზისგან შედგებოდა. მკვლევართა თქმით, ეს მონაცემი არ ემთხვევა იმას, რაც დ’არტანიანის ცხოვრების წესსა და სავარაუდო კვების რაციონზეა ცნობილი.
იხილეთ ასევე: