ავტორი:

რა წარწერები დაგვიტოვეს “ალქაჯებმა“ უძველეს კედლებზე? - მეცნიერებმა ინგლისის ისტორიულ შენობებზე აღმოჩენილი ნიშნების საიდუმლო გაშიფრეს

რა წარწერები დაგვიტოვეს “ალქაჯებმა“ უძველეს კედლებზე? - მეცნიერებმა ინგლისის ისტორიულ შენობებზე აღმოჩენილი ნიშნების საიდუმლო გაშიფრეს

იდუმალი სიმბოლოები წლების განმავლობაში საგონებელში აგდებდნენ ისტორიკოსებს, თუმცა ძველი ინგლისური შენობების კედლებზე აღმოჩენილი “ალქაჯების ნიშნების“ ნამდვილი დანიშნულება, როგორც იქნა, ცნობილი გახდა.

  • სიმბოლოები, რომლებსაც ხშირად “გვირილის ბორბლებს“ ან ჰექსაფოლებს (ექვსფურცელა ორნამენტს) უწოდებენ, შუა საუკუნეების განმალობაში აშენებულ ეკლესიებსა და სახლებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გვხვდება.

აქამდე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ნიშნები რიტუალური თავდაცვის სიმბოლოებს წარმოადგენდა ან რაიმე “მისტიკურ“ დანიშნულების მატარებელი იყო. თუმცა უორვიკის უნივერსიტეტის არქიტექტურის ისტორიის პროფესორმა ჯენიფერ ალექსანდრემ, ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

იგი ამტკიცებს, რომ ეს ნიშნები უბრალო ნაჯღაბნებია, რომლებიც კედლებზე შენობაზე მომუშავე ქვისმთლელებმა (კალატოზებმა) დატოვეს.

“ასობით ასეთი ნიშანია გვხვდება და მათი შესრულების ხარისხიც სხვადასხვაგვარია. ეს უფრო ისეთი რამაა, რასაც შეგირდების გასაწვრთნელად გამოიყენებდი, რათა მათ ისეთ რთულ ზედაპირზე მუშაობა ესწავლათ, როგორიც ქვაა“. აცხადებს პროფესორი.

ორგანიზაცია Historic England-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საიდუმლო სიმბოლოები მთელ ინგლისში არის გავრცელებული.

„ყველაზე ხშირად ნიშანი ჰექსაფოლი, ანუ გვირილის ბორბალი არის დაფიქსირებული. დაწყებული მარტივი, ცალკეული ელემენტებით, დასრულებული კომპლექსური, ერთმანეთზე გადაჯაჭვული მრავალჯერადი ფიგურებით. სიმბოლოები მთელ ინგლისში, შუა საუკუნეებიდან XIX საუკუნემდე აგებულ სხვადასხვა ტიპის ნაგებობებზე გვხვდება“ განმარტავდნენ ორგანიზაციაში.

2024 წელს ორგანიზაცია English Heritage-ის მოხალისემ, რიკ ბერიმ, ლინკოლნშირში მდებარე გეინსბოროს ძველ დარბაზში რამდენიმე წრიული ნაკაწრის აღმოჩენის შემდეგ ივარაუდა მათ შესაძლოა მისტიკური მნიშვნელობა ჰქონოდათ და “დემონებს მახეში გასაბმელად გამოიყენებოდა“

თუმცა დღეს პროფესორმა ალექსანდრემ ეს თეორია მიწასთან გაასწორა და განაცხადა, რომ “ალქაჯების ნიშნები“ სინამდვილეში ქვისმთლელებმა უბრალოდ ორნამენტების გამოყვანაში ვარჯიშის დროს დატოვეს.

წყარო