ესპანეთის ანდალუსიის რეგიონული მთავრობის ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია ალმერიაში, ბედარის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დაღუპულთა ნაწილი ცეცხლმოდებულ ავტომობილებში იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ხანძარი ელექტროგადამცემი ხაზის გაწყვეტამ გამოიწვია, რის შედეგადაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ახლომდებარე ტყიან ტერიტორიაზე. ხელისუფლებას ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ დაუდასტურებია.
ხანძრის ჩასაქრობად დაახლოებით 150 მეხანძრე მუშაობდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის გამო დროებით გზები გადაკეტეს და 1 000 მოსახლის ევაკუაცია განახორციელეს.

სამხრეთ ევროპაში ხანძრები ძლიერმა სიცხემ გამოიწვია. ასობით მეხანძრე ებრძვის მასშტაბურ ინციდენტებს საფრანგეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში, ათასობით ადამიანი კი იძულებულია საკუთარი სახლები დატოვოს.