ავტორი:

ადამიანები, რომლებიც 100 წლამდე ცხოვრობენ, შესაძლოა განსაკუთრებული ბიოლოგიური მექანიზმით გამოირჩეოდნენ - რა აჩვენა ახალმა კვლევამ?

ადამიანები, რომლებიც 100 წლამდე ცხოვრობენ, შესაძლოა განსაკუთრებული ბიოლოგიური მექანიზმით გამოირჩეოდნენ - რა აჩვენა ახალმა კვლევამ?

ადამიანები, რომლებიც 100 წლამდე ცხოვრობენ, შესაძლოა განსაკუთრებული ბიოლოგიური მექანიზმით გამოირჩეოდნენ, რომელიც მათ სერიოზული დაავადებების თავიდან აცილებაში ეხმარება - ამის შესახებ შვედეთში ჩატარებული მასშტაბური კვლევა მიუთითებს, რომლის შედეგებიც საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა გამოაქვეყნა.

  • მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასწლოვან ადამიანებს ასაკთან დაკავშირებული ისეთი დაავადებები, როგორიცაა ინსულტი, ინფარქტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დემენცია და დეპრესია, გაცილებით იშვიათად უვითარდებათ. თუ დაავადებები მაინც ჩნდება, ეს, როგორც წესი, სიცოცხლის გაცილებით გვიან ეტაპზე ხდება.

კვლევის ავტორების შეფასებით, ეს აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ხანგრძლივი სიცოცხლე აუცილებლად ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებთან არის დაკავშირებული.

პირველი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს 170 787 ადამიანის სამედიცინო ჩანაწერები, რომლებიც 1912-1922 წლებში იყვნენ დაბადებულები. ანალიზმა აჩვენა, რომ ასწლოვან ადამიანებს დაავადებების განვითარების რისკი არა მხოლოდ საშუალო ასაკში, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უფრო დაბალი ჰქონდათ.

მეცნიერებმა მეორე კვლევაც ჩაატარეს, რათა გაერკვიათ, ეხებოდა თუ არა ეს უპირატესობა მხოლოდ მძიმე დაავადებებს. ამჯერად მათ 274 108 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და 40 სხვადასხვა დაავადება გააანალიზეს, მათ შორის მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, გულის უკმარისობა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

კვლევის მონაწილეებს დაახლოებით 30 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათგან მხოლოდ 4 330-მა, ანუ 1,5%-მა, მიაღწია 100 წლის ასაკს. მკვლევრების თქმით, ასწლოვანი ადამიანები ასევე უფრო მდგრადები აღმოჩნდნენ ნეიროფსიქიატრიული დაავადებების, მათ შორის დემენციისა და დეპრესიის, მიმართ.

მართალია, მათ უმეტესობას საბოლოოდ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა მაინც უვითარდებოდა, თუმცა ეს, როგორც წესი, დაახლოებით 89 წლის ასაკიდან იწყებოდა და ჯანმრთელობის გაუარესებაც გაცილებით ნელი ტემპით მიმდინარეობდა.

წყარო