ავტორი:

26 წლის კაცი ხმაურმა შეაწუხა, დანა გამოიტანა და სკოლის მოსწავლეს ხუთჯერ დაარტყა - თბილისში მეზობელმა 15 წლის მოზარდი დაჭრა: ახალი დეტალები

26 წლის კაცი ხმაურმა შეაწუხა, დანა გამოიტანა და სკოლის მოსწავლეს ხუთჯერ დაარტყა - თბილისში მეზობელმა 15 წლის მოზარდი დაჭრა: ახალი დეტალები

თბილისში მეზობელმა 15 წლის მოზარდი ცივი იარაღით დაჭრა. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია.

  • შემთხვევა ღამით ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, არასრულწლოვანს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

“TV პირველის“ ინფორმაციით, დაკავებული 26 წლის მამაკაცია. ის ქუჩაში მყოფი მოზარდების ხმაურმა შეაწუხა, მათ ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი სახლიდან დანა გამოიტანა და სკოლის მოსწავლეს, რომელიც იქ თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა, ხუთჯერ დაარტყა.

ოჯახის წევრების თქმით, მოზარდს მთელი სხეული ცივი იარაღით აქვს დასახიჩრებული, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

ბრალდებული არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო.

იხილეთ ასევე: