ლას-ვეგასში მცხოვრებ ქალს ბრალი ედება 14 მამაკაცზე ქორწინება და მათი ფულის მითვისება, რომლითაც იგი საკუთარ უკონტროლო აზარტულ დამოკიდებულებას აფინანსებდა.
პროკურორების განცხადებით, 33 წლის ჯიაინგ ჩენმა 2019 წლის მარტიდან მოყოლებული კლარკის ოლქში 14 ქორწინების მოწმობის აღება მოახერხა, რაც მომგებიანი სქემის ნაწილი იყო.

თუმცა, პოლიციის ინფორმაციით, ჩენი ამ ფულს ლას-ვეგასის ცნობილ სტრიპზე მდებარე მდიდრულ კაზინო Wynn-ში აზარტულ თამაშებზე ხარჯავდა, სადაც მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში 300 000 დოლარზე მეტი წააგო.

„როგორც ჩანს, მის მიერ მოპოვებული თანხა მიდის აზარტულ თამაშებზე და არა უცხოეთში მყოფ ნათესავებთან“, - აცხადებს პოლიცია.
ჩენი წინასწარ სასამართლო მოსმენაზე სამშაბათს გამოცხადდა. მისი ადვოკატის თქმით, იგი მიმდინარე კვირის ბოლოს გეგმავს ბრალი აღიაროს თაღლითობით ფულის გამოძალვის მუხლებით.
ეს ეჭვმიტანილი თაღლითი თავდაპირველად 2024 წელს დააკავეს, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მან სამართალდამცავებს თავი აარიდა.
ჩენი მიმდინარე წლის 4 ივნისს, ლას-ვეგასის პოლიციისა და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. სამართალდამცავებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ იგი ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცს უნდა შეხვედროდა ქორწინების საკითხის განსახილველად. დეტექტივებმა მას სათვალთვალო კამერების მეშვეობით მიაგნეს და რესტორანშივე დააკავეს, სანამ მორიგ მსხვერპლს მახეში გააბამდა.
პოლიციის ცნობით, მისი რამდენიმე ამჟამინდელი და ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ ჩენმა მათ დაქორწინება გაცნობიდან სულ რამდენიმე თვეში შესთავაზა. ფულის მიღების შემდეგ კი მათთან ყოველგვარ კავშირს წყვეტდა.