თანამედროვე ტენდენციების პარალელურად, იზრდება მოთხოვნა იმ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე, რომელიც საერთაშორისო კარიერის დაწყების რეალურ შესაძლებლობას მისცემს. სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სთავაზობდეს ხარისხიანი განათლების შესაძლებლობას, სწავლა საერთაშორისო სტანდარტებით მიმდინარეობდეს, დიპლომი სხვადასხვა ქვეყანაში იყოს აღიარებული, სასწავლო პროცესი პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნებოდეს, ხოლო უნივერსიტეტი გლობალური აკადემიური ქსელის ნაწილი იყოს.
ამ მოთხოვნებს უკვე 110 წელია პასუხობს Webster University, ამერიკული უნივერსიტეტი, რომელსაც მისი მრავალრიცხოვანი საერთაშორისო კამპუსებიდან ამიერკავკასიაში ერთადერთი კამპუსი საქართველოში, თბილისში აქვს.
უნივერსიტეტის ისტორია
Webster University 1915 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში დაარსდა. იმ დროისთვის მისი მთავარი მისია იყო ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი გაეხადა ყველასთვის, მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა, წარმომავლობისა თუ სქესისა. ეს იდეა იმ ეპოქისთვის პროგრესული იყო და სწორედ ამ ღირებულებამ განსაზღვრა უნივერსიტეტის მომავალი განვითარება და მისია.
საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში Webster University-ს საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა, ადაპტირდა კონკრეტული პერიოდის გამოწვევებსა და სიახლეებთან მიმართებით, თუმცა მისი მთავარი პრინციპები უცვლელი დარჩა. უნივერსიტეტის ძირითადი პრინციპები გახლავთ: სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო გარემო, ხარისხიანი განათლება და პასუხისმგებლობიანი გლობალური მოქალაქეების აღზრდა. დღეს უნივერსიტეტში მსოფლიოს მასშტაბით 13 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, ხოლო მისი კურსდამთავრებულების ქსელი 200 000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს.
Webster University-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი საერთაშორისო ქსელია. სწორედ ამ საერთაშორისო ქსელის დამსახურებით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლის პერიოდში ერთი ან რამდენიმე სემესტრი Webster-ის სხვა კამპუსშიც გაატარონ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ეს გამოცდილება მათ საშუალებას აძლევს ისწავლონ, განვითარდნენ და საერთაშორისო პროფესიული კონტაქტები შეიძინონ.
Webster University Tbilisi – ამერიკული განათლება საქართველოში
Webster University-ის გლობალურმა ქსელმა თბილისში კამპუსი 2022 გახსნა. უნივერსიტეტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში შექმნას საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბი, სადაც სტუდენტებს ამერიკული უმაღლესი განათლების მიღება როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან შეეძლებათ.
დღეს Webster University Tbilisi სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ ამერიკული აკრედიტაციის მქონე ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირების, კომპიუტერული მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებებით. ყველა პროგრამა საერთაშორისო აკადემიური სტანდარტებისა და ვებსტერის უნივერსიტეტის ცენტრალური კურიკულუმის შესაბამისად ხორციელდება.
Webster University Tbilisi- ში სასწავლო პროცესი აერთიანებს პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას, კვლევებს, მენტორობასა და საერთაშორისო გამოცდილებას. მცირე რაოდენობრივი ჯგუფები სტუდენტებს ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციისა და ინდივიდუალური განვითარების შესაძლებლობას აძლევს, რაც გამოიხატება ინტერაქციული სწავლებისა და სტუდენტზე ორიენტირებული პროცესის ორგანიზებაში.
Webster University აკრედიტებულია აშშ-ის Higher Learning Commission (HLC)-ის, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რეგიონული აკრედიტაციის ორგანიზაციის მიერ. ამავდროულად, Webster University Tbilisi-ს აკადემიური პროგრამები აღიარებულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, შედეგად სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა სწავლის დასრულების შემდეგ მიიღონ 2 დიპლომი, როგორც ამერიკის ცენტრალური კამპუსიდან, ასევე საქართველოში გაცემული.
R