დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ თეირანი მის მკვლელობას შეეცდება, აშშ ირანს 1000 რაკეტით დაარტყამს.
"1000 რაკეტა მზადყოფნაშია მოყვანილი და მიმართულია ირანის ისლამური რესპუბლიკისკენ, რომელსაც დამატებით ათასობით რაკეტა დაუყოვნებლივ მოჰყვება, თუ ირანი თავისი მუქარის შესრულების მიზნით იმოქმედებს, რომელიც მსოფლიოს ბევრ კუთხეში გაისმა, რომ მოკლას ან შეეცადოს მოკლას აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში მე“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.
"აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან და შეუძლიათ ერთ წლის განმავლობაში, ვადის გაგრძელების შესაძლებლობით, ირანის ყველა რეგიონი სრულად გაანადგურონ. დიდება ალაჰს!“, - წერს ტრამპი.
"მე უკვე დიდი ხანია მათ სიაში ვარ. მე ინსტრუქციები დავტოვე: თუ რამე მომივა, პირდაპირ დაბომბეთ ისინი ისეთ დონემდე, როგორიც ჯერ არასდროს უნახავთ“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ცნობები, რომ ისრაელმა აშშ-ს გაუზიარა სადაზვერვო ინფორმაცია ირანის გეგმის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობას ითვალისწინებდა.
„არა, არა. ისრაელს არაფერი აღმოუჩენია. მე უკვე დიდი ხანია მათ სიაში პირველი ვარ. ცხოვრება ასეთია. იმედია, მოგენატრებით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
წაიკითხეთ ასევე: