ავტორი:

დღეს საღამოდან ამინდი უარესდება: ორ რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - როგორია პროგნოზი

დღეს საღამოდან ამინდი უარესდება: ორ რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - როგორია პროგნოზი

11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია ინფორმაციაში.