ავტორი:

"სპორტულ ტიტულებზე და საქართველოს წარმატებაზე ვარ ორიენტირებული" - მერაბ დვალიშვილის დაძაბული ბრძოლა და საოცარი გამარჯვება ოლიმპიურ ჩემპიონთან (ვიდეო)

"სპორტულ ტიტულებზე და საქართველოს წარმატებაზე ვარ ორიენტირებული" - მერაბ დვალიშვილის დაძაბული ბრძოლა და საოცარი გამარჯვება ოლიმპიურ ჩემპიონთან (ვიდეო)

თბილისში, ორგანიზაცია RAF-ის მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო 11:8 დაამარცხა.

  • მერაბმა RAF-ში სადებიუტო ბრძოლა გამართა და თავისუფალ ბრძოლაში დაამარცხა სპორტსმენი, რომელმაც 2008 წელს, ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

დვალიშვილი თავდაპირველად 8-ქულიანი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა შემდეგ გააქტიურდა და მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა.

"გაჩერებას არ ვაპირებ. აქამდე მოსვლა რთული იყო, ახლა თითოეული ჩემი მოგება ჩემი ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი და ჩემთვის ეს არის მთავარი, თორემ დღეს რომ ნოლიდან დავიწყო ცხოვრება, არაფერი არ გამიჭირდება, უბრალოდ, სპორტულ ტიტულებზე და საქართველოს წარმატებაზე ვარ ორიენტირებული", - თქვა გამარჯვების შემდეგ მერაბ დავლიშვილმა.

დვალიშვილი თავდაპირველად 8-ქულიანი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა შემდეგ გააქტიურდა და მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა.

აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართულ RAF-ის ღონისძიებაზე გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც გაიმარჯვეს.