აშშ-მა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა მას შემდეგ, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემზე თავდასხმა განახორციელა და სრუტე "შემდგომ შეტყობინებამდე“ დახურა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საჰაერო დარტყმები ირანის 140 სამხედრო სამიზნეზე განხორციელდა, მათ შორის რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილებზე, საკომუნიკაციო ქსელებსა და სანაპირო სათვალთვალო ადგილებზე.
აშშ-ის დარტყმებიდან რამდენიმე საათში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი და ბაჰრეინი ირანიდან გაშვებულ რაკეტებსა და დრონებს პასუხობდნენ.