ჩინეთს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს, ქარიშხლის გავრცელების არეალიდან თითქმის ორი მილიონი ადამიანი ევაკუირებულია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ "ბავი“ უკვე შესუსტდა და ძლიერი ტროპიკული შტორმის კატეგორიაში გადავიდა, ის კვლავაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
სახელმწიფო მედიის ცნობით, ჭეჟიანგის პროვინციაში 1.7 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ჭეჟიანგში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, სამუშაო საქმიანობა და ყველა გარე აქტივობა. ასევე გაუქმდა 400 ავიარეისი და ათეულობით სარკინიგზო რეისი.
ამასთან, ოფიციალური პირების განცხადებით, პეკინში, მოსახლეობის შესაძლო საფრთხისგან დაცვის მიზნით, 100 000 ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.