საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელი სენატორის, ლინდის გრემის გარდაცვალების აბავს ეხმიანება და მის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკაში დაბრუნებული ჩემი მეგობარი და რუსეთის ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი ამერიკაში, სენატორი ლინდსი გრემი მოულოდნელად გარდაიცვალა. ასეთ დროს პირველი აზრი რაც მომდის თავში არის, ხომ არ დაალევინეს რუსული ჩაი უკან მიმავალს ამერიკაში.
მიუხედავად დეკლარირებული შიშებისა, ყველგან წამოგვყვა. ლინდსი დამეხმარა რჩევებით, როგორც სენატის სამართლებრივი კომიტეტის თავმჯდომარე, როდესაც ქოცები ლობირებდნენ ჩემი და ჩვენი სამხედროების გამტყუნებას 2008 წლის ომში, ჰააგის სასამართლოში.
როდესაც 2016 წელს ჯონ მაკკეინსა და ტრამპს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, ლინდსი ტრამპის მხარეს გადავიდა და ძალიან დაახლოვდა მასთან. ის იყო ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირი სენატში. მე გრემს ბოლოს საქართველოში დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე ვესაუბრე, ამერიკის დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ქოციანობის დროს მას აღარასდროს ჩამოუდგამს ფეხი საქართველოში.
ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია ჩვენს მიერ ყურძნის დაწურვა ყვარელში. ახლა აღარც მაკკეინია ცოცხალი, აღარც გრემი და ყვარლის ნაკვეთიც წართმეული და გაპარტახებულია. მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო ჩემი მეგობრის ლინდსი გრემის ოჯახს, ამ უკიდურესად უდროო დანაკლისის გამო", - წერს მიხეილ სააკაშვილი.