სამტრედიის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
სოფელ ახალსოფელთან სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.