კასპში, მდინარე ქსანში ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის მდინარეში საბანაოდ შევიდა, თუმცა უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
შემთხვევა გუშინ, 11 ივლისს მოხდა.
შსს-ის განცხადებით, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც ART Georgia წერს, შემთხვევა სოფელ ლამისყანის სიახლოვეს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 20 წლამდე ბიჭი სოფელში სტუმრად იყო ჩასული.