დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო. მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.
ფოტოები: გიორგი ნიკოლიშვილი, ინტერპრესნიუსი




