ავტორი:

ტრაგედია ყვარელში - დაღუპულია 18 წლის ბიჭი: ილიას ტბიდან მომავალი ავტომობილი გზიდან გადავარდა

ტრაგედია ყვარელში - დაღუპულია 18 წლის ბიჭი: ილიას ტბიდან მომავალი ავტომობილი გზიდან გადავარდა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა 11 ივლისს მოხდა. "მთავარის" ინფორმაციით, ილიას ტბიდან მომავალი მანქანა, რომელშიც კიდევ 5 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. მათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

  • დაღუპული ლაშა კირვალიძეა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.