კახეთმა, კერძოდ კი წინანდლის მამულმა, უქმეებზე კიდევ ერთ ვარსკვლავურ ქორწილს უმასპინძლა. მომღერალ ქეთა თოფურიას უახლოესი მეგობარი, დიზაინერი ნუცა ბერიძე დაქორწინდა.


დღესასწაული ორ დღეს გაგრძელდა.
გრანდიოზული ქორწილისთვის საქართველოში, სპეციალურად რუსეთიდან ჩამოვიდნენ მეგობრები. სტუმრებს შორის იყვნენ ქეთა თოფურია ბიზნესმენ ქმართან, ლევ ძენგოვთან ერთად, რუსეთში მოღვაწე ცნობილი მოდელი მირანდა შელია და დიზაინერი ბიჭოლა.

წყვილისთვის და სტუმრებისთვის დაუვიწყარი მუსიკალური საღამო მოაწყვეს ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა. ქორწილში სპეციალური ნომრებით წარდგნენ დათო ხუჯაძე, დათო ფორჩხიძე და სალომე კორკოტაშვილი.

ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებული წვეულება, რომელიც კახეთის ხედების ფონზე დაიწყო, გვიან ღამემდე, გრანდიოზული ტორტის გაჭრითა და სადღესასწაულო ფეიერვერკით გაგრძელდა.

ნუცა ბერიძე ქეთას ბავშვობის მეგობარია. ის წლები მოსკოვში ცხოვრობდა და ვასილ სურიკოვის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა.
