ავტორი:

"ჩვენ გვაქვს შვიდივე საფრთხე - გვალვა, წყალი, სეტყვა, წყალდიდობა, ღვარცოფი... კლიმატური ცვლილებების ფონზე დენის და გაზის გაყვანილობებიც დეგრადირდება" - ჩხობაძე

"ჩვენ გვაქვს შვიდივე საფრთხე - გვალვა, წყალი, სეტყვა, წყალდიდობა, ღვარცოფი... კლიმატური ცვლილებების ფონზე დენის და გაზის გაყვანილობებიც დეგრადირდება" - ჩხობაძე

კლიმატური პირობების ცვლილებების ფონზე დენის/გაზის გაყვანილობებიც დეგრადირდება და ძალიან დიდი საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას“, - ამის შესახებ "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

  • მისი თქმით, სტიქიურ პროცესებთან მიმართებით ერთ-ერთი მთავარი საკითხი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც სჭირდება კლიმატის ცვლილების მიხედვით გადაწყობა.

"კლიმატთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი არის ინფრასტრუქტურის განვითარება. სანიაღვრეები ერთ-ერთია, ასევე არის დენის, გაზის გაყვანილობა, ეს ყველაფერი ინფრასტრუქტურაა, რომელსაც სჭირდება მიხედვა, იმიტომ, რომ კლიმატური პირობების ცვლილებების ფონზე ისინიც დეგრადირდება და ძალიან დიდი საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას.

მაგალითად, გაზის მილი შეიძლება გასკდეს იმიტომ, რომ მაღალი ტემპერატურები დაიჭირა ხანგრძლივად, რაღაც გამოვიდეს მწყობრიდან, დენმა ვერ გაძლოს... ეს არის კლიმატის ცვლილებების თანმდევი პროცესები. ამიტომ, ინფრასტრუქტურის გადაწყობები ყველა ქალაქში ყველა ქვეყანაში ხდება, არგებენ კლიმატის ცვლილებებს.

მე მესმის, რომ ვიღაც პოლიტიკოსებს არ სჯერათ კლიმატის ცვლილების, მაგრამ სამწუხაროდ, ხდება დედამიწაზე და ტემპერატურა ძალიან მომატებულია ყველგან...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: