ავტორი:

ნიკოლ კიდმანი, ჯეი ლო, ანა ვინტური და სხვები - ვარსკვლავების ცვენა უიმბლდონზე: ვინ დაესწრო წლის ყველაზე პრესტიჟულ ფინალს?

ნიკოლ კიდმანი, ჯეი ლო, ანა ვინტური და სხვები - ვარსკვლავების ცვენა უიმბლდონზე: ვინ დაესწრო წლის ყველაზე პრესტიჟულ ფინალს?

უიმბლდონის 2026 წლის მამაკაცთა ფინალი მხოლოდ ჩოგბურთის მოყვარულებისთვის არ ყოფილა გამორჩეული. ტურნირის დასკვნით მატჩს არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი დაესწრო.

ფინალში მსოფლიო პირველი ჩოგანი იანიკ სინერი ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდა და უიმბლდონის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

სამეფო ლოჟაში და საპატიო სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ მსახიობები ნიკოლ კიდმანი, ტომ ჰიდლსტონი, ენდრიუ გარფილდი, ბენ სტილერი, რამი მალეკი, სიენა მილერი, ლილი კოლინზი, მარისა აბელა და სტივენ გრეჰემი მეუღლესთან, ჰანა უოლტერსთან ერთად.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მომღერლები ჯენიფერ ლოპესი, რეი და მოდელი ტვიგი, ხოლო ბრიტანული ტელევიზიის წამყვანი ტეს დეილი მატჩზე ქალიშვილ ფიბისთან ერთად გამოჩნდა.

სტუმრებს შორის იყვნენ ნიკი ჰილტონი, დეიზი ედგარ-ჯონსი, ტელეჟურნალისტი კარლი სტილი და სხვა ცნობილი სახეებიც.

სამეფო ლოჟაში იმყოფებოდნენ უელსის პრინცი უილიამი, უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი და მათი შვილები – პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა.

2026 წლის უიმბლდონი წელს განსაკუთრებით მრავალფეროვანი ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩეოდა. ტურნირს პირველად დაესწრნენ პუერტო-რიკოელი მუსიკოსი ბედ ბანი, სოციალური მედიის ვარსკვლავი ალიქს ერლი, „ეიფორიის“ მსახიობი მოდ აპატოუ, მსახიობი არდენ ჩო და „ფორმულა 1“-ის მრბოლელი კიმი ანტონელი.

ტურნირის პირველივე დღეს ყურადღება მიიპყრო დევიდ ბექჰემმაც, რომელიც, ტრადიციისამებრ, უიმბლდონს დედასთან, სანდრა ბექჰემთან ერთად ესტუმრა.

წყარო