ავტორი:

“უფალმა არ გაგვწირა - ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ...!" - ნუნუკა თამაზაშვილი

“უფალმა არ გაგვწირა - ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ...!" - ნუნუკა თამაზაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი ეხმაურება “იმედის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს, სადაც ყოფილი პატიმარი - ალიევი ჰყვება როგორ სთხოვდნენ მას ციხეში მყოფი თამაზ თამაზაშვილის მოწამვლას, რაზეც მან უარი განაცხადა.

  • “უფალმა არ გაგვწირა. ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ...!" - წერს ღარიბაშვილის ცოლი, ნუნუკა თამაზაშვილი.

რეპორტაჟს გამოეხმაურა ნუნუკა თამაზაშვილის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი:

“ასე გვიკლავდნენ მამას ციხეში მას შემდეგ, რაც ოჯახმა უარი შევუთვალეთ სააკაშვილის მოთხოვნას - ჩამოშორებოდა ირაკლი პოლიტიკას, ანუ ეღალატა ბიძინა ივანიშვილისთვის!“ - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი ალიევის მონათხრობის საპასუხოდ, სადაც ის აცხადებს რომ ციხეში მინისტრების და მაღალჩინოსნების ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. ისინი მას თამაზ თამაზაშვილის მოწამვლას სთხოვდნენ, რაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ კი სცემეს და “გვამების ოთახში“ ჩაიყვანეს.