ავტორი:

"ვინმე ჯღანაიაძე (ანდრია ჯაღმაიძე) გამოდის და იძახის, ევროპა რად გვინდაო... იმ საპატრიარქოში იმდენი რამე ხდება" - სააკაშვილი

"ვინმე ჯღანაიაძე (ანდრია ჯაღმაიძე) გამოდის და იძახის, ევროპა რად გვინდაო... იმ საპატრიარქოში იმდენი რამე ხდება" - სააკაშვილი

რა პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ? ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ განმათავისუფლებელ, წინააღმდეგობის მოძრაობაზე და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ იქნება არჩევნები, ამიტომ, ყველას მოვუწოდებ ოპოზიციონერი კოლეგებიდან - დავანებოთ თავი კბენას, ინტრიგებს და სხვადასხვა რაღაცებს, მითუმეტეს ჩემთან ქიშპობას. მე კონკრეტულ ისტორიულ მომენტში შევძელი ის, რაც შევძელი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოს ისტორიაში, გადახედეთ მთელ ისტორიას და კიდევ შევძლებ, ამაზე ბევრად მეტს და ვერც ვერავინ შემიშლის ხელს ჩვენი დამპყრობლის და მტრის გარდა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • მანამდე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებზე.

"რეალურად შემდეგი სცენარია, ახლა რუსები გააგრძელებენ დაბომბვას ბალისტიკური რაკეტებით, კიევის და სხვა ქალაქების, ეს იქნება დაახლოებით ის, რა ლონდონში იყო მეორე მსოფლიო ომის დროს... შემოდგომაზე პუტინი მობილიზაციას გამოაცხადებს, ეს იქნება მისი ბოლო მობილიზაცია...

ჯარი არ გვყავს, დრონებზე უარი ითქვა, პირველები ვიყავით, ვინც ამაზე მუშაობა დავიწყეთ. სიტუაცია ისეთია, მთლიანად რუსულ აგენტურას აქვს მოცული ყველაფერი. ამ სიტუაციაში ვიღებთ მდგომარეობას, როცა საქართველო დიდი საფრთხის ქვეშაა. სომხეთში რუსეთს ფაშინიანის ჩამოგდება უნდა, საქართველოს გაკონტროლებას 5 000-კაციანი ჯარი უნდა, რაც რუსეთისთვის პრობლემა არაა... რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და დაიშლება, მერე მოგვადგებიან ჩეჩნები და ა.შ. რანაირად უნდა დავიცვათ თავი, როცა არაფერი გვაქვს. ამიტომ ივანიშვილის ე.წ. მშვიდობა არის დიდი უბედურება. ის მოასწავებს ძალიან დიდ საფრთხეებს საქართველოსთვის. იმისთვის, რომ მივხვდეთ, სად ვართ ისტორიულ კონტექსტში, კარგად უნდა გადავხედოთ საქართველოს ისტორიას, გავიხსენოთ დაცვით აღმაშენებლის ალიანსი ჯვაროსნებთან, გელათის აკადემიის გახსნა, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, რუის-ურბნისის კრება. შემდეგ იყო თამარი... პოლიტიკური პროცესები წავიდა საქართველოში ისევე, როგორც ადრეული აღორძინების ხანის მსგავსი პროცესები დაემთხვა საქართველოს, რომლის მწვერვალი იყო შოთა რუსთაველი.

მეც გავხსენი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მეც ვაწარმოებდი განათლების რეფორმას, უბრალოდ, დავით აღმაშენებელს ჩემთან მიმართებაში ჯერჯერობით უფრო მეტად გაუმართლა. დავითის დროს თურქ-სელჩუკები ჩამოიშალნენ და 30 წელზე მეტი დასჭირდა დავითს თბილისის დაბრუნებისთვის. ჩვენ ზუსტად ასევე გვაქვს აფხაზეთი დასაბრუნებელი, გარდა იმისა, რომ დანარჩენი საქართველოც გვაქვს დასაბრუნებელი. დააკვირდით, რა ხდება, ივანიშვილმა აფხაზეთის მახსოვრობა საერთოდ მოგვპარა. ჩვენ დროს, სულ აფხაზეთზე იყო ლაპარაკი. აფხაზეთის ჩათვლით საქართველოს შავი ზღვის სანაპირო არის 210 კმ და აფხაზეთის გარეშე არის 100 კმ. ამიტომ, აფხაზეთს აქვს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.

გიორგი ბრწყინვალემ დააარსა თბილისში კათოლიკური კათედრა, კათოლიკური მრჩევლები ჩამოიყვანა საქართველოში მოდერნიზაციის მოსახდენად. აი, მე როგორც ჩამომყავდა მრჩევლები. ჩემი ერთი მრჩეველი ახლა საფრანგეთის პრეზიდენტად იყრის კენჭს. გიორგი ბრწყინვალემ მოაწესრიგა სახელმწიფო აპარატის ელემენტები და ვინმე ჯღანაიაძე [ანდრია ჯაღმაიძე], რომელიც საპატრიარქოდან გამოდის და იძახის, ევროპა რად გვინდაო, უპირისპირდება პირდაპირ გიორგი ბრწყინვალეს და საქართველოს ისტორიულ გამოცდილებას. სხვა, ამას არაფერი ჰქვია. ეს უნდა გაითავისონ საპატრიარქოში, რომ ვერ წახვალთ თქვენ საქართველოს ძირეული პრინციპების წინააღმდეგ. იმ საპატრიარქოში იმდენი რამე ხდება... საქართველოს ძირეული პრინციპები არის ევროპისკენ და დასავლეთისკენ სწრაფვა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა ძალის გაერთიანება.

"ამიტომ, ასე არ იქნება, „უკრაინამ გაიმარჯვა, ყველას უხარია, ნახე, უკრაინამ კიდევ დაბომბა“- ჩვენ, რა გვიხარია, ჩვენ?! თუ ჩვენ ხელი არ გავანძრიეთ, ჩვენი პატრონი მაინც არავინ აღმოჩნდება. მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული, განმათავისუფლებელი პლატფორმა, ყველა ძალის გაერთიანება მოგვიტანს იმის, რასაც ჰქვია ნამდვილი თავისუფლება, ნამდვილი წინსვლა და ნამდვილი პროტესტი და აქ, ისევ გრძელდება ის, რაღაც იაფფასიანი ინტრიგები. [ასევე, საუბარი იმაზე, რომ ] არჩევებზე მივდივართ თუ არ მივდივართ? გუშინ რომ მიდიოდნენ, დღეს აღარ მიდიან - რა მარაზმია, საერთოდ?! რა არჩევნებზე ვლაპარაკობთ? არჩევნები საქართველოში არ ტარდება! და რადგან საქართველოში არჩევნები არ ტარდება, ამას უნდა მობრუნება, ქვეყანას უნდა დაბრუნება, ქვეყანა არის კოლაბორაციის, თუ ოკუპაციურ მიძინებულ რეჟიმში. რა პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ განმათავისუფლებელ, წინააღმდეგობის მოძრაობაზე და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ იქნება არჩევნები, ამიტომ, ყველას მოვუწოდებ ოპოზიციურ კოლეგებიდან, დავანებოთ თავი, კბენებს, ინტრიგებს და სხვადასხვა რაღაცებს, მითუმეტეს ჩემთან ქიშპობას.

მე კონკრეტულ ისტორიულ მომენტში შევძელი ის, რაც შევძელი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოს ისტორიაში, გადახედეთ მთელ ისტორიას და კიდევ შევძლებ, ამაზე ბევრად მეტს და ვერც ვერავინ შემიშლის ხელს ჩვენი დამპყრობლის და მტრის გარდა. რაც შეეხება დანარჩენებს, მხოლოდ მივესალმები, რომ შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში და მაქსიმალურად ფართო ფრონტი გავშალეთ. თუ ისინი არ არიან წინააღმდეგობის და გათავისუფლების მოძრაობის ნაწილი დღეს, ხვალ ვერანაირად ვერ იქნებიან პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ეს არის რეალობა. მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, განმათავისუფლებელი პლატფორმა მოგვიტანს ნამდვილ წინსვლას.

ისევ გრძელდება იაფფასიანი ინტრიგები არჩევნებზე მივდივართ თუ არა? რა მარაზმია საერთოდ! რა არჩევნებზე საუბრობთ? არჩევნები საქართველოში არ ტარდება და ამას უნდა დაბრუნება, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, დავანებოთ ინტრიგებს თავი და ჩემთან ქიშპობას! რაც შეეხება დანარჩენებს, მივესალმები, რომ ამ ბრძოლაში შემოგვიერთდნენ.

მიხარია ძალიან ახალგაზრდების გააქტიურება. „ნაციონალური მოძრაობა“ პარტია არაა, მოძრაობაა და ისევ ხალხის წიაღიდან უნდა გამოვიდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მესამე პრეზიდენტმა სასამართლოს მიმარტა, რომ 7 ნოემბრის საქმის გაჭიანურება შეწყვიტონ.

„შეწყვიტეთ საქმის გაჭიანურება და ჩაატარეთ, თუნდაც დღე გამოშვებით, როგორც ტარდება ის მეორე ცირკი [ე.წ. საბოტაჟის საქმე]. თუ ტელეფონების აკრძალვა გინდათ, ისედაც აკრძალავთ. თუ დროის გაჭიანურება გინდათ, რაღაც ახალს მოიგონებთ. მეშვიდე წელია ატარებთ პროცესს, რომელიც შეგეძლოთ დაგემთავრებინათ ორ თვეში. ეს ცირკი, უთხარით თქვენს პატრონს, რამენაირად მიაწვდინეთ ხმა ივანიშვილს, რომ ეს უკვე წარსულის თეატრში ხდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.