ახლახან გამოქვეყნებულმა კამერით გადაღებულმა კადრებმა NBA-ის ყოფილი მოთამაშის, ბრენდონ კლარკის სიცოცხლის ბოლო კვირების შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
CBS-ის ინფორმაციით, კადრებში ჩანს 29 წლის კალათბურთელის დაკავების მომენტი. კლარკი პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბებისა და ნარკოტიკების შესაძლო ფლობის ბრალდებით დააკავა – შემთხვევა კი გარდაცვალებამდე დაახლოებით ექვსი კვირით ადრე მოხდა.

პოლიციის ცნობით, დაკავების დროს კლარკს თან ჰქონდა კრატომი. ეს არის მცენარის ფოთლისგან მიღებული დანამატი, რომელსაც ხშირად ენერგიის გასაზრდელად ან ტკივილის შესამსუბუქებლად იყენებენ.

კლარკი 11 მაისს ლოს-ანჯელესში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე დადგენილი არ არის და გამოძიება გრძელდება. ამან გაააქტიურა დისკუსია კრატომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) წარსულში არაერთხელ აფრთხილებდა საზოგადოებას ამ ნივთიერების შესაძლო რისკების შესახებ.
ბრენდონ კლარკმა NBA-ში შვიდი სეზონი გაატარა. ის მთელი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში „მემფის გრიზლისის“ წევრი იყო და 2019 წლის NBA-ის დრაფტზე 21-ე ნომრად აირჩიეს.