ჩვენი მებრძოლები წინ მიიწევენ - რუსეთს გამარჯვება ელის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფორუმზე „ყველაფერი გამარჯვებისთვის!“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „კოლექტიური დასავლეთის რუსოფობიური ნაწილი რუსეთს ებრძვის“.
"ხშირად კითხულობენ, როგორ ხდება ის, რომ ე.წ. კოლექტიური დასავლეთის მთელი რუსოფობიური და აგრესიული ნაწილი ჩვენ გვებრძვის, ხოლო ჩვენ ეკონომიკის განვითარებას ვაგრძელებთ, ჩვენს ფინანსებს ვაძლიერებთ, შეიარაღებულ ძალებს ვაუმჯობესებთ და ახალ შედეგებს ვაღწევთ სამხედრო-სამრეწველო სფეროში. ჩვენ წინ მივიწევთ. ჩვენი მებრძოლები წინ მიიწევენ. ამიტომ, ჩვენ გამარჯვება გველის“, - განაცხადა პუტინმა.