შალვა პაპუაშვილი აგრძელებს ალეკო ელისაშვილის მიმართ დემონიზების კამპანიას - პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მივმართავთ სასამართლოს, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ალეკო ელისაშვილზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აგრძელებს ალეკო ელისაშვილის მიმართ დემონიზების კამპანიას. ის ცილს სწამებს მას, ვითომ ავტომატები შეიძინა, რომ დანაშაული ჩაედინა. მას[ალეკო ელისაშვილს] ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, ეს არის პირაპირი ზეწოლა სასამართლოზე, -პირდაპირი ზეწოლა პროკურატურაზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და რა თქმა უნდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ალეკო ელისაშვილის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მივმართავთ სასამართლოს. უკვე ყოველდღიურად ხდება მისი უფლებების დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი არ გვაქვს, რომ საქართველოში ეს უფლებები იქნება დაცული და გარანტირებული, თუმცა როგორც ადვოკატიო, ვალდებული ვარ, რომ შიდა ეროვნულ დონეზე სამართლებრივი ინსტანციები ამოვწუროთ.
მიუხედავად იმისა რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს სამართლიანობის იმედი, ადრე თუ გვიან, მაღალი თანამდებობის პირებს შეეზღუდებათ ადამიანების შესახებ მსგავსი აღვირახსნილი ტყუილების ტირაჟირება და როცა სასამართლო გათავისუფლდება პოლიტიკური ტყვეობიდან, პაპუაშვილი პასუხს აგებს ამ ტყუილებისთვის, რომლითაც უდანაშაულო ადამიანის დემონიზებას და სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა