საფრანგეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია EDF-მა დროებით სამი ბირთვული რეაქტორი გააჩერა, ხოლო კიდევ შვიდს, შესაძლოა, სიმძლავრის შემცირება მოუწიოს.
კომპანიის განცხადებით, რეაქტორების გაჩერება პრევენციული ეკოლოგიური ღონისძიებას წარმოადგენს, რომლის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული გადახურებული წყლის ჩაღვრა ისედაც დამშრალ და გამთბარ მდინარეებში.
აღსანიშნავია, რომ ბირთვული ელექტროსადგურები მდინარის წყალს რეაქტორების გასაგრილებლად იყენებენ, რის შემდეგაც გამთბარ წყალს ისევ გარემოში აბრუნებენ.

“ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკი არ არსებობს. რეაქტორებს მაღალი ტემპერატურის პირობებშიც შეუძლიათ მუშაობა. ეს შეზღუდვები მხოლოდ წყლის ფლორისა და ფაუნის დასაცავად არის განკუთვნილი,“ - განაცხადა EDF-ის წარმომადგენელმა.
ამ დროისთვის გათიშულია სამი ბირთვული რეაქტორი:
სამივე რეაქტორი ჯამში 3.65 გიგავატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს, რაც საფრანგეთის მთლიანი ბირთვული სიმძლავრის (დაახლოებით 61 გიგავატი) 6%-ს შეადგენს.
მაისის შემდეგ, საფრანგეთს უკვე მესამე ძლიერი სიცხის ტალღა დაატყდა თავს, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით მესამედ ნაწილზე საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.
ექსტრემალური სიცხის გამო EDF-ს ბოლო კვირებში რეაქტორების გაჩერება უკვე მეორედ უწევს.

როგორც კომპანიამ “Euronews“ -ს განუცხადა, გვალვებისა და სიცხეების გავლენა ბირთვულ გენერაციაზე მაინც მინიმალურია.
2000 წლიდან მოყოლებული, წყლის მაღალი ტემპერატურისა და მდინარეების დაბალი დონის გამო გამოწვეული დანაკარგები, საშუალოდ, საფრანგეთის ბირთვული რეაქტორების წლიური გამომუშავების მხოლოდ 0.3%-ს შეადგენს“. აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.
იხილეთ ასევე: