არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხისთვის 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მარატ კამბოლოვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს განუცხადა.
"პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხის მიმართ თქვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც რუსეთმა რესპუბლიკის ხალხისთვის 2008 წლის აგვისტოში გააკეთა“, - განაცხადა კამბოლოვმა.
"ჩვენთვის რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თითოეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ“, - აღნიშნა კამბოლოვმა