ინდონეზიის მთავარ კუნძულ იავას გადატვირთულ ავტომაგისტრალზე, პიკაპის ტიპის ავტომობილი, რომელშიც ქორწილის სტუმრები იმყოფებოდნენ, ორ სატვირთოს შორის მოჰყვა. პოლიციის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
- ადგილობრივი საგზაო პოლიციის უფროსის, უნდანგ სიარიფ ჰიდაიატის თქმით, ავარია კვირას ნაშუადღევს მოხდა. ჯგუფი მეზობელ სოფელში გამართული ქორწილის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. მგზავრები ღია ძარის მქონე პიკაპით გადაადგილდებოდნენ. მძღოლმა სიჩქარე შეანელა და გზის გამყოფ ზოლთან გაჩერდა, რათა მაგისტრალზე მოტრიალებულიყო რა დროსაც მას უკნიდან იმავე მიმართულებით მოძრავი დიდი სატვირთო დაეჯახა.
“დარტყმის შედეგად პიკაპი საპირისპირო ზოლზე გადავარდა, სადაც მას კიდევ ერთმა სატვირთომ დაარტყა. ძლიერმა შეჯახებამ პიკაპის ძარიდან ათზე მეტი ადამიანი პირდაპირ გზის სავალ ნაწილზე გადმოყარა“ - ამბობს სამართალდამცველი.
პოლიციის ინფორმაციით, ხუთი გადარჩენილი საავადმყოფოში რჩება, მათ სხვადასხვა სიმძიმის აღენიშნებათ. სამართალდამცველები ავარიის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.
წყარო