ავტორი:

იულია სვირიდენკომ უკრაინის უმაღლეს რადას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმართა - "ახალი მთავრობის ფორმირების საპარლამენტო პროცედურა შესაძლოა, ხვალ დაიწყოს"

იულია სვირიდენკომ უკრაინის უმაღლეს რადას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმართა - "ახალი მთავრობის ფორმირების საპარლამენტო პროცედურა შესაძლოა, ხვალ დაიწყოს"

იულია სვირიდენკომ უკრაინის უმაღლეს რადას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, - ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

"პარლამენტი ამ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს, დადგენილი პროცედურის შესაბამისად“, - წერს რუსლან სტეფანჩუკი X-ზე.

ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ საპარლამენტო პროცედურა შესაძლოა, ხვალ, 14 ივლისს დაიწყოს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებების პროცესის დაწყების შესახებ გუშინ გამოაცხადა.