2026 წლის 12 ივლისს, თელავისთვის თავს დატეხილმა ძლიერმა სტიქიამ ქალაქს უდიდესი ინფრასტრუქტურული ზიანი მიაყენა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მოვარდნილმა მასამ, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, სერიოზულად დაზიანდა გამზირები, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კერძო სახლები, აფთიაქები, მაღაზიები, კლინიკა და კომერციული ფართები. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზმომარაგების სისტემა. ათასობით აბონენტს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის პირადი მანქანა წყლისა და ღვარცოფის ნაკადმა სერიოზულად დააზიანა.

უპრეცედენტოდ ძლიერმა და ხანგრძლივმა თავსხმა წვიმამ, მთის კალთებიდან წამოსულმა წყალმა მოწყვიტა მიწის, ხეებისა და ქვების უზარმაზარი მასა.

მთავარი დარტყმა ქალაქს მაწანწარის ხევიდან მიადგა. ღვარცოფული მასა ქალაქის ცენტრისკენ საშინელი სიჩქარითა და დამანგრეველი ძალით წამოვიდა.

49 წლის წინ მომხდარი კატასტროფის ფოტოები სხვადასხვა ელექტრონული მედიის გვერდებზე ამ დღეებში გამოჩნდა. მათ შორის, ფოტოებს საოჯახო არქივებიდანაც აზიარებდნენ...
ფეისბუქ გვერდს "თელავი“ 1977 წლის სტიქიის ფოტოები ჯერ კიდევ 7 წლის წინ გამოუქვეყნებია, აი, კომენტარებში რას წერდნენ...

ლალი ქავთარაძე:
"1977 წელს თელავში მოხდა არა წყალდიდობა, არამედ ღვარცოფი... ფოტოები კი გადაღებულია ზაური-,,მაკარიჩას“ და შალვა შარაშიძის მიერ (ღმერთმა აცხოვნოს მათი სულები)“.
მარიკა ფარეშიშვილი:
"ვაიმე, რა საშინელება იყო. არ ვიცი, სად მოედინებოდა ეს მდინარე... ამას ვერც წარმოიდგენს ის, ვისაც არ უნახავს აყრილი ამობერილი ასფალტი, ტროტუარებზე ძლივს მივაღწიეთ განთიადის გადასწვრივ. მეორე მხარეს, ქვებზე ავდიოდით და ისე მივდიოდით... ახლა რომ ვფიქრობ, უფრო მეშინია, ვიდრე მაშინ“...

თინათინ მენთეშაშვილი
"რა საშინელება იყო!!!“
ლია აბაშიძე:
"მე მახსოვს ეს სტიქია“

ლალი პატიშვილი:
"როგორ მახსოვს ეს ამბავი, რა ამბავი იყო იმ დროს“
ლეილას კრიხელი:
"მე ამ ყელაფრის მომსწრე ვარ“.