ავტორი:

პოლიცია ეძებს 22 წლის მოდელს, რომელმაც თქვა, რომ ირაკლი ფირცხალავასგან შვილს ელოდებოდა - "ახლობლებს ატყუებდა, ვალები დაიდო და შვილიც კი მიატოვა"

პოლიცია ეძებს 22 წლის მოდელს, რომელმაც თქვა, რომ ირაკლი ფირცხალავასგან შვილს ელოდებოდა - "ახლობლებს ატყუებდა, ვალები დაიდო და შვილიც კი მიატოვა"

მომღერალ ირაკლი ფირცხალავას სავარაუდო ყოფილი მეგობარი ქალის, 22 წლის მოდელ ეკატერინა (კატია) ლუკიანოვას გარშემო ნამდვილი საგამოძიებო დრამა ტრიალებს. ახალგაზრდა ქალმა, რომელიც საზოგადოებამ მანამდე რეპერ ტიმატისთან რომანითაც გაიცნო, მოკლე დროში იმდენად სკანდალური რეპუტაციის დაგროვება მოასწრო, რომ ახლა მას პოლიცია ეძებს.

რუსული მედია კატიას ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ მოდელის ცხოვრება თაღლითობის, ტყუილებისა და ვალების გაუთავებელი ლაბირინთია.

"სტიუარდესა" ხელოვნური ინტელექტით და გამოგონილი ცხოვრება

დედის მეგობარი მედიასთან ამბობს, რომ კატიასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა ერთ-ერთი მიმოწერის დროს, როდესაც ახსენა, რომ აეროპორტში მუშაობდა, კატიამ მაშინვე „საინტერესო ისტორია“ შეთხზა:

„აქეთ დამიწყო მტკიცება, რომ თავადაც სტიუარდესად მუშაობდა. ფოტოებიც კი გამომიგზავნა ფორმაში, რომლებიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით ჰქონდა გენერირებული. რა თქმა უნდა, მას სტიუარდესად არასდროს უმუშავია. თავიდან მჯეროდა, აზრადაც არ მომსვლია, რომ ასე ოსტატურად შეიძლებოდა ტყუილების თქმა.“

ფინანსური მახეები: ბინები, ქურქები და გაყიდული MacBook

ტყუილები მალე მსხვილ ფინანსურ თაღლითობაში გადაიზარდა. 2024 წელს, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ დედის მეგობარმა ავტომობილი გაყიდა და ფული ჰქონდა, კატიამ ბინის საყიდლად სესხი სთხოვა.

ქალმა მართლაც ასესხა ფული და მოგვიანებით სტუმრადაც ეწვია ამ ბინაში. თუმცა, მალე გაარკვია, რომ ბინა რეალურად ნაქირავები იყო და კატიას არაფერი შეუძენია. მოდელმა მას ერთობლივი ბიზნესი შესთავაზა - ქურქებით ვაჭრობა. ელენამ მცირე კრედიტიც კი აიღო ამისთვის. კატია არწმუნებდა, რომ თითო ქურქის თვითღირებულება 15 ათასი რუბლი იყო, რეალურად კი მათი ფასი მხოლოდ 3 ათასს შეადგენდა. საბოლოოდ, კატიამ რამდენიმე ქურქი გაყიდა, თუმცა პარტნიორს თანხა არ გადაუხადა.

როდესაც მოდელმა შოუ რუმის გახსნა დააპირა და სამუშაოდ ლეპტოპი დასჭირდა, ელენამ თავისი MacBook გაუგზავნა. კატიამ ის უბრალოდ გაყიდა, ფული კი პირადი საჭიროებებისთვის (თმის დაგრძელებაზე და ა.შ.) დახარჯა.

დედის მეგობრის თქმით, ის ერთადერთი მსხვერპლი არ არის. ერთ-ერთ გოგონას კატია ვითომ საკუთარ ავტომობილს, Mercedes-ს ჰყიდდა. მყიდველმა მას 11,700 დოლარი გადაუხადა, თუმცა დღემდე არც მანქანა ჩანს და არც - ფული.

"საბოლოო ჯამში: არც ბინაა, არც ქურქები და არც მაკბუქი. უამრავი ასეთი ისტორია არსებობს. კატიამ ძალიან ბევრი ადამიანი მოატყუა და მის წინააღმდეგ განცხადებები უკვე დაწერილია. ვფიქრობ, ციხე არ ასცდება,“ - ამბობს ქალი.

ორსულობის ანომალიური ქრონოლოგი

აკატია ლუკიანოვა ამტკიცებს, რომ მომღერალ ირაკლი ფირცხალავას 2026 წლის ივნისში შეხვდა. თუმცა, მისივე მონაყოლით, ორსულობის შესახებ ჯერ კიდევ მაისში შეიტყო, რაც მის განცხადებებში აშკარა ლოგიკურ აცდენას აჩენს და საზოგადოებაში ბევრ კითხვას ბადებს.

გაქცევა პოლიციისგან და მიტოვებული შვილი

მოდელის პოვნას სამართალდამცველები ვერ ახერხებენ, რადგან მას მუდმივი რეგისტრაციის ადგილი არ გააჩნია. მას არც საკუთარი შვილის, (ის ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში) ლევის გამო შეუწუხებია თავი, რომელსაც დოკუმენტურად საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია.

პოლიცია მივიდა ბინაში, რომელიც კატიას ბებიამ დაუტოვა და სადაც ჩაწერილი იყო, თუმცა იქ არც მოდელი დახვდათ და არც ბავშვი. როგორც ირკვევა, მის წინააღმდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ბავშვის აღზრდით ძირითადად კატიას დედა, იულია იყო დაკავებული, რადგან მოდელს შვილთან ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონდა.

„მის შესახებ ათას რამეს ამბობენ. მსმენია, რომ დუბაიში მუშაობის დროს რაღაც ნივთიერებებსაც მოიხმარდა. გასაგებია, რითაც იყო იქ დაკავებული. გამომუშავებული ფული კი მხოლოდ საკუთარ თავს მოახმარა და ვალების დაბრუნება აზრადაც არ მოსვლია,“ - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

მიუხედავად იმისა, რომ კატია პირად ბლოგში პერიოდულად აქვეყნებს შვილთან ერთად გადაღებულ იდილიურ ფოტოებს (რათა ყველას აჩვენოს, თუ როგორი „კარგი დედაა“), რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა.

ბოლო დროს მოდელის დედამ, იულიამ მას ულტიმატუმი წაუყენა: ან ბავშვი წაეყვანა, ან მასზე მინდობილობა გაეფორმებინა, რადგან პატარა ლევის ნორმალური პირობები სჭირდებოდა. ამის შემდეგ კატიამ სასწრაფოდ წაიყვანა ბავშვი მოსკოვში.

დაურეკა ყოფილ დედამთილს და ქალს მოატყუა, ვითომ ბინა მთელი წლით ჰქონდა ნაქირავები, რეალურად კი საცხოვრებელი დღიურად ჰქონდა აღებული და მასში ყოველდღიურად კოლოსალურ თანხას - 20 ათას რუბლს იხდიდა. ამასთანავე, კატიამ მოახერხა და ქირავნობის დოკუმენტებში პასუხისმგებელ პირად სწორედ თავისი დედამთილი ჩაწერა.

ამჟამად კატია არ ჩანს, ქალი კი მოსკოვში, ბავშვთან ერთად, სრულიად გამოუვალ მდგომარეობაშია აღმოჩენილი, რადგან ბინაში პატარისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ არსებობს. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მას ბავშვზე არანაირი ოფიციალური მინდობილობა არ გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ იურიდიულად მას არანაირი უფლება არ აქვს და პატარას ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, ექიმთან მიყვანასაც კი ვერ შეძლებს, რადგან მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების უფლება უბრალოდ არ აქვს.

წაიკითხეთ ასევე: