სახალხო დამცველის პოზიციაზე ლევან იოსელიანი 2025 წლის ჯამურმა შემოსავალმა 126 774 ლარი შეადგინა. აღნიშნულს მოწმობს მის მიერ 2026 წლის თებერვალში წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული ინფორმაცია.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ომბუდსმენის საკუთრებაშია თბილისში მდებარე 201 კვ. მეტრი ფართობის ბინა, რომელიც 2022 წელს 126 000 დოლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში იოსელიანს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 2786 დოლარი და 1116 ლარი ჰქონდა.
ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან იოსელიანის მეუღლის საკუთრებაში ფიქსირდება 1 399 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი კიკეთში, რომელიც 2020 წელს 62 000 დოლარად არის შეძენილი... წაიკითხეთ ვრცლად