მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ბევრი ლოკაცია, სადაც შეიძლება, ეს ადამიანები შევიდნენ და საქმიანობა განაგრძონ. რაც შეეხება ტერიტორიის მოწესრიგებას, ეს ქალაქი ყველასია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიების გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ბევრი ლოკაცია, სადაც შეიძლება, ეს ადამიანები შევიდნენ და საქმიანობა განაგრძონ. რაც შეეხება ტერიტორიის მოწესრიგებას, ეს ქალაქი ყველასია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და არ წარმოადგენდეს პრობლემას, რაც აღნიშნულ ტერიტორიებზე უდიდესი გამოწვევა იყო. ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და გავლა შეუძლებელი ხდებოდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოწესრიგდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
„მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გაფრთხილება იყო მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, რომ განეხორციელებინათ დემონტაჟი, სამწუხაროდ, ეს თავად არ გააკეთეს და ჩვენ მოგვიწია აღნიშნული ღონისძიების ჩატარება“, - განაცხადა თბილისის მერმა.