შემდეგი გაჩერება - ახალციხე და სურამი: ლიტერატურული ტურნე 2026 გრძელდება

შემდეგი გაჩერება - ახალციხე და სურამი: ლიტერატურული ტურნე 2026 გრძელდება

გამომცემლობა „პალიტრა L” ტრადიციულ საზაფხულო ტურნეს წელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებს. პროექტის მთავარი იდეა მარტივი და მნიშვნელოვანია: წიგნი თავად უნდა მივიდეს მკითხველთან და ზაფხულის სეზონი კითხვის სეზონად აქციოს.

ლიტერატურული ტურნე 2026-ის შემდეგი გაჩერება ახალციხე და სურამია, რის შემდეგაც, ტურნე საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება და საგარეჯოს, წნორს, გორს, ყაზბეგს, მესტიას, ახალციხეს, ხაშურს, ბაღდათს, წყალტუბოსა და ბათუმს ეწვევა.

შემდეგი გაჩერება - ახალციხე

სამშაბათს, 14 ივლისს, „პალიტრა L“-ის გუნდი და ავტორები ახალციხეს ესტუმრებიან. გელით დაუვიწყარი დღე წიგნების, ფილმებისა და საინტერესო შეხვედრების გარემოცვაში.

14:00-დან 20:00 საათამდე წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება შემდეგ მისამართზე: ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, რუსთაველის #65.

პროგრამა პატარებისთვის - 14:00 - 17:00 სთ-მდე გასტანს. ყველაზე უმცროსი სტუმრებისთვის მოწყობილი იქნება სპეციალური გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ საყვარელ საბავშვო მწერლებს: ლელა ცუცქირიძესა და მარიამ წიკლაურს.

ლიტერატურულ-კინემატოგრაფიული პროგრამა 17:00 სთ-დან დაიწყება.

  • 17:00 - ბესო სოლომანაშვილის სკრიპტორიუმი: „ამბის თხრობა კინოსა და ლიტერატურაში“.
  • 18:30 - ფილმის ჩვენება „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ (რეჟისორი: ბესო სოლომანაშვილი, თამრი ფხაკაძის მოთხრობის მიხედვით).

ფილმის შემდეგ გაიმართება შეხვედრა და საინტერესო დისკუსია ყველასთვის საყვარელ მსახიობთან, დუტა სხირტლაძესთან, და რეჟისორთან, ბესო სოლომანაშვილთან.

შემდეგი გაჩერება - სურამი

ოთხშაბათს, 15 ივლისს, ტურნეს ფარგლებში წიგნის დღესასწაული სურამში გადაინაცვლებს. 12:00-დან 18:00 საათამდე წიგნების გამოფენა-გაყიდვა შემდეგ მისამართზე დაგხვდებათ: სურამი, კულტურის ცენტრი, კოსტავას ქუჩა #2.

პატარა მკითხველებისთვის საგანგებო გასართობ-შემეცნებითი პროგრამა მომზადებულია „პალიტრა სტუდიასთან“ ერთად. პატარები ასევე შეხვდებიან საყვარელ საბავშვო მწერალს - ლელა ცუცქირიძეს.

როგორც ახალციხეში, ისე სურამში, მკითხველს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს საოცარი ფასდაკლებებითა და სპეციალური აქციებით:

  1. 3 წიგნი 10 ლარად. შეთავაზება ვრცელდება წიგნებზე: „მერი პოპინსი ალუბლების ქუჩაზე", „მაცი ხვიტია", „მშვიდობით ჩემო საყვარელო".
  2. გადაიხადე რამდენიც გინდა". შეთავაზება ვრცელდება ორ წიგნზე: „ღამის აგენტი", „ჩემი პირველი წიგნი ფორმებზე".

მოინიშნეთ ეს თარიღები კალენდარში, მოემზადეთ სიახლეებისთვის და გაატარეთ ზაფხული საინტერესო წიგნებთან ერთად. შეხვედრამდე შენს ქალაქში!

R