გორში მომხდარ ტრაგედიას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპული ქალი ანი ბერიანიძეა.
ამ ამბის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი წერს:
"დავიღუპე ხალხო ჩემი ანა აღარა მყავს ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი იმედი აღარა მყავს! რატომ ხალხო? რატომ დადიხართ მთვრალები? გაგეჩერებინა პატრულისთვის. დედა-შვილი რომ მიაჭყლიტე და პოლიციას შეაფარე თავი შეგარჩენ ამ სიმწარეს?!
ჩემი ანგელოზი. მართა... კამერებში ჩანს დედას რომ მოეხვია სიმწრით. შე არარაობა გადმოხტი და გაიქეცი რატომ არ მოიკალი თავი ანგელოზი ბავშვი რომ გაჭყლიტე!
ჩემო ლამაზო და ნიჭიერო ბავშვობიდან ლექსებს წერდა! მღეროდა, 5 ენაზე ლაპარაკობდა უკეთესი ცხოვრება უნდა გქონოდა ჩემო ობოლო!
ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი.შენ მაინც როგორ მიმატოვე ანა! ჩემო ლამაზო..რატომ უნდა დაგიტიროთ მე? მე რატომ არავინ მიცოდებთ" - წერს გარდაცვლილი დედა-შვილის ახლობელი.
ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაკავებულია ავარიაში მონაწილე მძღოლი.