ავტორი:

“წამოდით ალიგატორების მოსაფერებლად“ - ფლორიდაში ორი ინფლუენსერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო: სკანდალურმა კადრებმა საზოგადოება აღაშფოთა

“წამოდით ალიგატორების მოსაფერებლად“ - ფლორიდაში ორი ინფლუენსერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო: სკანდალურმა კადრებმა საზოგადოება აღაშფოთა

ფლორიდაში ორ ინფლუენსერ გოგონასმ სამართალდამცველები ეძებენ. მათ მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ისინი ალიგატორებს ეფერებიან, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და ინტერნეტ მომხმარებლებში დიდი აღშფოთება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა სულ რამდენიმე დღეში მოხდა მას შემდეგ, რაც ალიგატორმა ადგილობრივი მოცურავე იმსხვერპლა.

“წამოდით ჩვენთან ერთად ალიგატორების მოსაფერებლად“, - დაწერა კაილი როუზმა თავის პოსტში TikTok-ზე.

ერთ-ერთ კადრში ჩანს, როგორ მიცურავენ ახალგაზრდა ქალები პატარა, გამჭვირვალე კანოეთი სილვერ-სპრინგსის ეროვნულ პარკში. ამ დროს ერთ-ერთი მათგანი ხელს წყალში ყოფს და ალიგატორს ზურგზე ეფერება, ვიდეომ 2 .1 მილიონი ნახვა დააგროვა, თუმცა ის მალევე წაშალეს, რადგან საზოგადოების უდიდესი აღშფოთება გამოიწვია.

“გადაიღე? რა მაგრად მოვეფერე!“, - ღიმილით ამბობს კაიაკერი.

კიდევ ერთ კადრში კარგად ჩანს როგორ უახლოვდება რეპტილია ინფლუენსერის გამჭირვალე ნავს, რის შემდეგაც კაილი შიშისგან კივილს იწყებს.

ვიდეო უკვე გახდა "ფლორიდის ველური ბუნების დაცვის კომისიის" მიერ დაწყებული გამოძიების საფუძველი. ალიგატორებთან მსგავსი კონტაქტი მათ შევიწროებად ითვლება, რაც 500 დოლარამდე ჯარიმას ან 60 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ვიდეო ინტერნეტში ზუსტად იმ დროს გავრცელდა, როდესაც ფლორიდაში ალიგატორების ზედიზედ სამი საშინელი თავდასხმა დაფიქსირდა. მათ შორის იყო ტურისტ ბრიტანი კლარკის შემთხვევა, რა დროსაც ქვეწარმავალმა ახალგაზრდა ქალი სასიკვდილოდ დაგლიჯა .

წყარო