ავტორი:

"დაკავებისას არ წარმოუდგენია ცნობა, რომ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული" - პროკურატურა ბრიტანეთის მოქალაქეზე

"დაკავებისას არ წარმოუდგენია ცნობა, რომ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული" - პროკურატურა ბრიტანეთის მოქალაქეზე

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს, მეთიუ როი დესმონდს, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები შემოჰქონდა, დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა იმის შესახებ, რომ სამი სხვადასხვა დასახელების და ამ ოდენობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დიდ ბრიტანეთში გაცემულ სამედიცინო ცნობას, პროკურატურის განმარტებით, მისი ნამდვილობა გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მეთიუ როი დესმონდის და მისი ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო და ჯარიმის თანხის ოდენობაც მათ მიერვე იყო უწყებისთვის მოლაპარაკებების ეტაპზე შეთავაზებული.

ოფიციალური ინფორმაციით, მეთიუ როი დესმონდის ხელბარგში საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა 0,0224 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შემცველი 112 ცალი აბი და 0,75 გრამი კოდეინის შემცველი 50 აბი ნარკოტიკული საშუალება, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება 5,8484 გრამი პრეგაბალინის შემცველი 39 კაფსულა აღმოუჩინეს.