17 ივლისს, თბილისში ა(ა)იპ "ონკოლაინ ჯორჯიას“ ინიციატივით, საქართველოს ონკოპაციენტთა პირველი ეროვნული კონგრესი, დევიზით: "ონკოპაციენტებს გვჭირდებით" იმართება. დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია, რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc6n-xj88tUHBIgaiSVfCwim_OOsFT6xvyel8GgUduRmBGORQ/viewform
ა(ა)იპ "ონკოლაინ ჯორჯია“ ონკოპაციენტთა სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად შეიქმნა.

"ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ პაციენტის გულწრფელი ხმა მუდმივად ისმოდეს, პაციენტების პრობლემები და გამოწვევები სწრაფად აღწევდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე და პაციენტებზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა დღითიდღე უმჯობესდებოდეს. ასევე გვსურს, პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრება ყოველდღიურ სტილად იქცეს - რადგან ჯანმრთელობის ფასი ონკოპაციენტებს განსაკუთრებულად გვესმის”, - ამბობს ორგანიზაციის დამფუძნებელი სოფო ფირანიშვილი.
კონგრესზე დღის განმავლობაში იგეგმება გამოსვლები, პაციენტების ისტორიების მოსმენა და ა.შ.
ღონისძიების სპონსორებია: პრაიმაქსი, აჭარა ჯგუფი, ჯიჯი ჰაუსი