ავტორი:

პატიმრობიდან 2 თვის შემდეგ, ემინემის ყოფილი ცოლი საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს - სისხლიანი დრამა კიმ სკოტის სახლში: რას წერს მედია?

პატიმრობიდან 2 თვის შემდეგ, ემინემის ყოფილი ცოლი საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს - სისხლიანი დრამა კიმ სკოტის სახლში: რას წერს მედია?

ემინემის ყოფილი მეუღლე, კიმ სკოტი, შაბათ საღამოს მიჩიგანის შტატში მდებარე საკუთარი სახლიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 51 წლის ქალის მდგომარეობა, გავრცელებული ინფორმაციით, მძიმეა.

მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა კიმი უგონო მდგომარეობაში მყოფი აღმოაჩინეს, მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა.

შემთხვევა მიჩიგანში, ადგილობრივი დროით შაბათს, საღამოს 20:00 საათზე მოხდა. Chesterfield-ის სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, კიმ სკოტმა გონება საკუთარ სახლში დაკარგა.

პირველადი ინფორმაციით, 51 წლის ქალს აღენიშნებოდა სისხლდენა ჭრილობიდან, რამაც გამოიწვია უკონტროლო სისხლის დაკარგვა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პარამედიკოსებს სკოტი სახლიდან საკაცით გაჰყავთ, რა დროსაც ის, სავარაუდოდ, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი McLaren Macomb-ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა უცნობია.

ოთხი შვილის დედის ჯანმრთელობის პრობლემებს წინ უძღოდა სერიოზული სამართლებრივი სკანდალები. მიმდინარე წლის 14 მაისს კიმ სკოტი ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის (DUI) დააკავეს მას შემდეგ, რაც ის გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა.

პოლიციის ანგარიშის მიხედვით სკოტს ალკოჰოლის სუნი ასდიოდა და მან თავად აღიარა, რომ საჭესთან დაჯდომამდე რამდენიმე საათით ადრე სპირტიანი სასმელი მიიღო.

ალკოტესტმა აჩვენა, რომ მის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0.204% იყო, რაც თითქმის სამჯერ აღემატება შტატში დაშვებულ ნორმას (0.08%). დაკავებისას გადაღებულ ფოტოზე კიმ სკოტი მოკლე ვარცხნილობით „ამოუცნობად“ გამოიყურებოდა.

აღსანიშნავია, რომ ივნისში მის დასაკავებლად ორდერიც კი გაიცა, რადგან ის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა მოგვიანებით ეს ორდერი გაუქმდა.

კიმ სკოტი და რეპერი ემინემი ორჯერ იყვნენ დაქორწინებულები: პირველად 1999-2001 წლებში, ხოლო მეორედ - ხანმოკლე პერიოდით 2006 წელს. მიუხედავად სკანდალური დაშორებისა, ყოფილ მეუღლეებს საერთო ისტორია და შვილები აკავშირებთ.

ისინი სამი შვილის მშობლები არიან: ჰეილი ჯეიდის (30 წლის), რომელიც მათი ბიოლოგიური ქალიშვილია, ასევე ალაინასა (33 წლის) და სტივის (24 წლის). გარდა ამისა, სკოტს ჰყავს ვაჟი, სახელად პარკერი, რომელიც რეპერთან საბოლოო დაშორების შემდეგ შეეძინა.

ამ დროისთვის უცნობია, იმყოფება თუ არა 53 წლის რეპერი ყოფილი მეუღლის გვერდით საავადმყოფოში.

წყარო

იხილეთ ასევე: