რიკი მარტინის კონცერტი რომელიც, ხვალ, 16 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ამის შესახებ შეტყობინება მოქალაქეებმა Biletebi-ისგან მიიღეს.
"მოგესალმებით,გაცნობებთ, რომ რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც 2026 წლის 16 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იყო დაგეგმილი, მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა.თანხა დაგიბრუნდებათ იმავე ბარათზე, რომლითაც ბილეთი შეიძინეთ. თანხის ანგარიშზე ასახვას შეიძლება 3-5 სამუშაო დღე დასჭირდეს." - ნათქვამია შეტყობინებაში.
როგორც Biletebi.ge-ის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ქვეყანაში ჩამოსვლაზე უარი თავად შემსრულებელმა თქვა.