"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი“ ავრცელებს. მათი თქმით, პოლიტიკოსი "მედი ქლაბშია" გადაყვანილი.
მას გამოკვლევებს უტარებენ.
ამ დროისთვის უცნობია რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და რა ბედი ელის მძღოლს, რომელიც ავტომობილს მართავდა.